გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპისთვის ვერ ხედავს, რადგან მთავრობამ აქამდე ეტაპობრივად გაატარა შესაბამისი ზომები. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა პრემიერმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამის აუცილებლობა ხვალ დადგეს.

„თუ დავაკვირდებით იმ ღონისძიებებს, რაც ჩვენ გავატარეთ, საგანგებო მდგომარეობა არ გამოგივცხადებია, მაგრამ ეს ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს რამდენიმე კვირაა და ვატარებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და ამის გამკაცრება კიდევ მოგვიწევს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, ამის აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ დიდი ხანია, გამოცხადებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები