იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევებმა ათასს გადააჭარბა

“იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში თითქმის 3 ათასით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა”, – განაცხადა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 15, 1 ათას შეადგენს, გარდაცვლილთა რიცხვმა ათას გადააჭარბა, 1258 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბორელის თქმით, მთავარი წესი – ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე ყოფნაა, სახლშიც კი, ეს ყველას ინტერესშია.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები