გაეროს შტაბ–ბინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ორგანიზაციაში ყველა სხდომა გაუქმდა

გაერო-ს შტაბ–ბინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსი ფილიპინელ დიპლომატს გამოუვლინდა.

როგორც გაერო-ში ფილიპინების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კირა აზუსენამ განაცხადა, ამჟამად, ფილიპინების მისია დახურულ რეჟიმში იმყოფება და ვარაუდობენ, რომ ყველა  დაინფიცირებულია.

ფილიპინების მისიაში, რომელიც მანჰეტენის მე–5 ავენიუზე მდებარეობს, 12 დიპლომატი მუშაობს.

გაერო-ს წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ ფილიპინელი დიპლომატი ორ კოლეგას შეხვდა და გაერო-ს მხოლოდ ერთ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა.

გაეროშინდღე დაგეგმილი რამდენიმე სხდომა გადადებულია.

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ–ბინაში 3 ათასამდე ადამიანი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები