თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

“სამგორის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქიზიყისა და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლისა და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, გულუას, დიდი ხეივნისა და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, ლუსინიანის, არბოშიკის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, პანკისის, დოლიძის, ბოლქვაძის, ბალანჩივაძეების, ქაფიანიძის, ჩიქოვანისა და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, ბოლქვაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანისა და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ნატბეურის, ვაშლიჯვრის დასახლებისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ანანურის, როდენის, ჯავახიშვილის, სანაპიროს, საქანელას, ვერეს, მელიქიშვილისა და ქიაჩელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, შენგელაიას, მამკოდისა და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები