ანრი ოხანაშვილი: “კანონის უზენაესობის ინდექსის” მონაცემები ნათლად ასახავს “ქართული ოცნების” მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს
“ეს წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს”, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროგრესული რეფორმების განხორციელების კუთხით.
“მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილზე გავიდა.
აღნიშნული ინდექსი გულისხმობს კვალიფიციური ექსპერტებისა და მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობის მდგომარეობის შეფასებას მსოფლიოს 128 ქვეყანაში ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი მართლმსაჯულება, კანონის აღსრულება, მთავრობის უფლებამოსილება, კორუფციის არარსებობა, ძირითადი უფლებები, მართლწესრიგი და უსაფრთხოება.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, რომლებიც, როგორც შესაბამისი ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობასა და მოსახლეობის განწყობებში, ისე საერთაშორისო რეიტინგებში აისახება.
ჩვენი გუნდი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროგრესული რეფორმების განხორციელების კუთხით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ, “მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილზე გავიდა.