რა გზით მოხდება, კორონავირუსის ფონზე, წმინდა ცეცხლის მორწმუნეებისთვის გადაცემა – ისრაელში ორკვირიანი კარანტინია

რა გზით მოხდება წელს, იერუსალიმში წმინდა ცეცხლის მორწმუნეებისთვის გადაცემა, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ იერუსალიმში, კორონვირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალის ჩატარების საკითხის განხილვა იგეგმება, ჩატარდება სხდომა.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში მოხვედრის მსურველებს ორკვირიანი კარანტინის გავლა შესთავაზა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია იერუსალიმში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე იმართება. წელს აღდგომის დღესასწაული 19 აპრილს ემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები