ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს რამდენიმე პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამჟამად, დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება.
მისივე თქმით, დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტებიდან 8-ს რეტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს, იმისათვის, რომ დაგვედგინა, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები, რეტესტირება გაუკეთდა და რვავეს ნეგატიური პასუხი აქვს. ამიტომ მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს.
რაც შეეხება ისანში მყოფ 39 მოქალაქეს, რომლებიც ასევე დაკვირვების ქვეშ არიან და სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფო უწევს – მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა გოფოძემ.