გია ვოლსკი: საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს, მათი ინტერესია დესტრუქცია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნები ოპონენტების ინტერესს არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, ოპოზიციის ინტერესი დესტრუქციაა.

„უმრავლესობის სახელით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ დიდი კითხვის ნიშანი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. მათი ინტერესია დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, ბრალდებული ადამიანი, თავის მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს. მათი ამოცანა ეს არის, რასაც სჯობს არჩევნები, შეთანხმება, სტაბილურობა და სიწყნარე. ამ ვითარებაში, მათ გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები