კახა კალაძე: ოპოზიცია შანტაჟის ენით თუ გვესაუბრება, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ესაუბრება, არამედ – მთელს საზოგადოებასა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია შანტაჟის ენით თუ საუბრობს, მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ესაუბრება, არამედ – მთელს საზოგადოებასა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს.
კალაძემ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს.
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. შანტაჟის ენით თუ გვესაუბრებიან, ისინი არ ესაუბრებიან მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ესაუბრებიან მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, შეთანხმება რაზეც მოხდა, ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა და იქ ყველაფერი მარტივადაა გაწერილი. ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.