გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია
საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
“თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიცია ეკავათ.
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ”, – აცხადებენ პროკურატურაში.