ადა მარშანია: ბოიკოტი შევწყვიტეთ და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას ვუბრუნდებით
“საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვეთანხმები – ძირითად აზრსა და დებულებებს, რის გამოც ბოიკოტი შევწყვიტეთ და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას ვუბრუნდებით”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის მიუღებელია ის, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენიონ.
“არ შევეგუებით და არ შევაფასებთ უგულავას საქმიანობას პოლიტპატიმრობად. თავის დროზე, გიგი უგულავა უცნაურად და უსამართლოდ გაათავისუფლეს და შემდეგ ძალიან უცნაურ პირობებში ისევ პატიმრობაში მიაბრუნეს. გეგონებათ, ხელოვნურად იყო გაკეთებული და ტელევიზიითაც ხელოვნური სცენები ვიხილეთ“, – განაცხადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” საპარლამენტო ბოიკოტი 14 ნოემბრის პლენარული სხდომის შემდეგ გამოაცხადა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.