იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრის ინფორმაციით, ზაფხულის თამაშები შესაძლოა, ორი წლით გადაიდოს
ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, რომლებიც ტოკიოში უნდა გამართულიყო, შესაძლოა, ერთი ან ორი წლით გადაიდოს.
ამის შესახებ მედიას იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრმა, ხარუკი ტაკახაშიმ განუცხადა.
მისი აზრით, ერთი წლით თამაშების გადადება გართულდება, რადგან, ამ შემთხვევაში, ღონისძიების შეთავსება სხვა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებთან იქნება საჭირო. მისი თქმით, ყველაზე მარტივია, თამაშების გადადება ორი წლით მოხდეს, რადგან მომდევნო წლის სპორტული ღონისძიებების განრიგი მთლიანად შევსებულია.
ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისის – 9 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
თებერვალში ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო კომიტეტმა, კორონავირუსით ინფიცირების მონიტორინგის მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა.
ასევე, ადრე გახდა ცნობილი, რომ, უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონია მაყურებლების გარეშე ჩაივლის.