აჭარაში 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 174 %-ით გაიზარდა 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეოთხე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2019 წლის ოთხივე კვარტლის ჯამური მონაცემით, წინა წელთან შედარებით, 174% გაიზარდა.

2018 წელს FDI-ს საერთო მოცულობა 75,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო, 2019 წლის მონაცემებით, უცხოურმა ინვესტიციამ 207 მილიონ დოლარს მიაღწია.

2019 წელს, ჯამურად, საქართველოში $1,2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც აჭარის წილი 16.3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები