“178 ადამიანი კარანტინშია, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კვლავ 15-ია” – ამირან გამყრელიძის ბრიფინგი

ამჟამად, ლუგარის ცენტრში კვლევაზეა 23 ნიმუში, აქედან კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით, ამ ეტაპზე, პირველ ადგილზე იტალიაა.

“ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექცია გავრცელებულია მსოფლიოს 115 ქვეყანაში და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა იტალია, სადაც 9112 შემთხვევა, შემდეგ სამხრეთ კორეა – 7513, ირანი – 7161 , საფრანგეთი – 1412, გერმანია – 1224, ესპანეთი – 1235, იაპონია – 543, აშშ – 729, შვეიცარია – 374 და ა.შ. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება და დღეს დაფიქსირდა ყველაზე ცოტა – 26 შემთხვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კვლავ 15-ია.

“საქართველოში, დღევანდელი მონაცემებით, სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა ლაბორატორიულ კვლევას. ყველა შემთხვევა გატესტილია, აქედან დადასტურებულია 15. ამ შემთხვევებიდან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 – ესპანეთში, 7- იტალიაში, საიდანაც 6 შემთხვევა სწარმოადგენს 2 ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, 5 კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად.

ამჟამად, ლუგარის ცენტრში კვლევაზეა 23 ნიმუში, აქედან კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი, თვითიზოლაციაში 21 თებერვლიდან –  1108 ადამიანი.

ჩვენი რეკომენდაციაა და მთავრობამ მიიღო ეს რეგულაცია, რომ შეამცირონ მაქსიმალურად საერთაშორისო მივლინებები. მეორე რეკომენდაცია ძალაშია, რომ ჩამოსული ადამიანები აუცილებელია, მოთავსდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში და აუცილებელია, რომ თუ საზღვარზე მათ აქვთ სიმპტომები, გაამჟღავნონ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები