“თიბისი” მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

“თიბისი” მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

“თიბისის” ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

“თიბისის” დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

-თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

– კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

– საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;

– ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

– ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

– საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

– უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

– სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები