გორში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება

გორში ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 240 650 ლარი მოხმარდება.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 4 მარტს გამოცხადა. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემები, მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარე განათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები.

პროექტი ითვალისწინებს ასევე, შშმ პირების შესაძლებლობებს.

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც 48 100-ზე მეტი ექსპონანტია დაცული, კირიონ II-ის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმი 1935 წელს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები