საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა

საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს დავალება უკვე მისცა, თუმცა აღნიშნულში მათ კერძო კომპანიების დახმარების იმედი აქვთ.

„ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარებისა და ნივთიერებების რეგისტრაცია. მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ, საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში. ასევე, გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის საშუალებით იმ კომპანიებს, ვინც არეგისტრირებენ ამ ნივთიერებებს, რომ მიეხმარონ დედაეკლესიას და ქველმოქმედების წესით მიაწოდონ ეს საშუალებები. რამდენად წამოვლენ ისინი ამ ქველმოქმედებაზე, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები