დაავადებები, რომლებიც კორონავირუსის დამარცხებას ხელს უშლის – სტატისტიკის შედეგები

ჩინეთში კორონავირუს COVID-19-სგან 70%-ზე მეტი ადამიანი განიკურნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა განაცხადა.

“80 ათასი დაინფიცირებულთაგან 70%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ანუ 58,6 ათასი ადამიანი”, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

ორგანიზაციაში, ასევე, აღნიშნეს, რომ ჩინეთში სიკვდილიანობა ხანდაზმულ ადამიანებში 20% შეადგენს; 13% გულ-სისხლძარღვთა პრობლემის მქონე პირებში; 9%-ია პაციენტებში, რომლებიც დიაბეტს ებრძვიან; 8% სასუნთქი გზების პრობლემის მატარებლებსა და 7,5% კიბოთი დაავადებულ ადამიანებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე, ბოლო სტატისტიკურ მონაცემს ავრცელებს, რომლის მიხედვით, კორონავირუსი 115 ქვეყანაშია დადასტურებული, ჯამურად, 114,422 ადამიანია დაავადებული. დაინფიცირებულთაგან, ჯამურად, 4027 ადამიანია გარდაცვლილი, 64 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ორგანიზაცია კორონავირუსის საფრთხის დონეს ჩინეთში, რეგიონულ და გლობალური დონეზე აფასებს, როგორც “ძალიან მაღალს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები