მიხეილ სააკაშვილი: საარჩევნო სისტემის საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკება გამორიცხულად მიმაჩნია, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი მას გამორიცხულად მიაჩნია.
„ნებისმიერ მოლაპარაკებებში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპული საკითხია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება რომელთა მიმართ ჯერ არ დამდგარა „განაჩენი“, არამედ გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების… ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი მე პირადად საერთოდ გამორიცხულად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, თავად გიგის პოზიცია დასაფასებელი და ყურადსაღებია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.