ეკატერინე ტიკარაძე: როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა პანიკის საფუძველს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. როგორც მან აღნიშნა, თუ მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას, უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა.
„როდესაც ინფექციის გადატანა ხდება მოსახლიდან-მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ეს არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. ვინაიდან ახალი კორონავირუსი არის გლობალური პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მთელი მსოფლიო ერთობლივად არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან, ამ შემთხვევაში გავრცელება შემცირდება და მეტად კონტროლირებადი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის მართვა ბევრად რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე”,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.