რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: ამჟამად საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 მოქალაქე იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 მოქალაქე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში განსაკუთრებულად დამძიმებული პაციენტი არ არის და მხოლოდ ორს აღენიშნება ტემპერატურის მატება.
„მხოლოდ ორს აღენიშნა ცხელება 37.5-37,7. ამ პაციენტებს შესაბამისად გამოკვლევები უტარდებათ, რაც გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, სისხლის ანალიზებს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ქრონიკული დაავადებების გამო წარმოშობილ ჩივილებს. ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, იტალიიდან არიან. სხვა მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიწყნარეა, განსაკუთრებულად დამძიმებული პაციენტი ან მსგავსი არაფერი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, მივმართოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ თუ ჩათვლიან ამას საჭიროდ, ორ შემთხვევაში განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ მოქალაქეს ჩვენთან შემოსვლისას თან ახლდა დადასტურებული ნეგატიური პასუხი კორონავირუსზე“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები