საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მონაცემები საიტზე დღეს განახლდა. სამ ახალ შემთხვევამდე, გუშინდელი მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის ცხრა ფაქტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამასთან, კორონავირუსის შემდეგი შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.