ონში სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 136 588 ლარს შეადგენს, მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს”იმედი” ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაცული იქნება ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სავარგულები.