“ევროპული საქართველოს” განცხადებას აკვდება – კუმ ფეხი გამოყოო, ქვეყანაში ეკონომიკა კორონავირუსის გამო არ ჩამოიშლება”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოში ის სიტუაცია არ არის, რომ კორონავირუსის გამო ეკონომიკა ჩამოიშალოს. როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევასაც ისე გაუმკლავდება, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები უმკლავდებიან.
„რომ იტყვიან, „ევროპული საქართველოს“ დღევანდელ განცხადებას აკვდება – კუმ ფეხი გამოყოო. სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას. საქართველო კორონას გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას საზოგადოება ხედავს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არცერთ ყველაზე წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება. ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება. ქართული სახელმწიფო თავს ამ გამოწვევასაც გაართმევს. ბუნებრივია, ეკონომიკაზე გარკვეული დარტყმები იქნება, მაგრამ ყველანაირი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ გამოწვევასაც ადეკვატურად ვუპასუხოთ. საქართველოში ის დრო არ არის, როცა ამის გამო შეიძლება, ეკონომიკა ჩამოიშალოს. ამ გამოწვევას თავს როგორც ევროპული ქვეყნები გაართმევენ, ასევე გავართმევთ ჩვენც“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს.