მერაბ ქვარაია: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებასა და განათლების ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე მინისტრს კითხვებით მიმართა.
მერაბ ქვარაია დაინტერესდა, როგორია სამინისტროს მიდგომები და დამოკიდებულება საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში და, ზოგადად, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები.
„ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არასოდეს გვეუფლება თვითკმაყოფილება და არც არის საჭირო, მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითია თქვენი სამინისტროს მუშაობა და დადებით შეფასებას იმსახურებს ის ციფრები, მონაცემები და შედეგები, რომლებსაც ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ. დარწმუნებული ვარ, სამინისტრო სწორედ ამ ტემპით და დინამიკით გააგრძელებს შემდგომშიც თავის საქმიანობას. ორი კითხვა მინდა, გამოვყო – ერთი, თქვენ ახსენეთ და ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელზეც სამინისტრომ ბევრი იმუშავა, მაშ შორის – ექსპერტებთან, საპარლამენტო შემადგენლობასთან ერთად და დაწყებულია იმ ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. როგორია სამინისტროს მიდგომები და დამოკიდებულება საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში და, ზოგადად, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. მეორე საკითხი – განათლება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართ როგორი იქნება შემდგომი ხედვები და სამინისტრო რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს განათლების, სპორტის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და რას ველოდოთ ამ მიმართულებით?”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის” ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. მინისტრის ანგარიშის შემდეგ, სამინისტროს საქმიანობის შესახებ პარლამენტის წევრების მხრიდან შეფასებები გაკეთდა.