კორონავირუსთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრი მუშაობას ონლაინრეჟიმში აგრძელებს

ეროვნული კინოცენტრი, კორონავირუსთან დაკავშირებით, ონლაინ და სატელეფონო რეჟიმში გადადის.
„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებისა და კინოცენტრში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მოგმართავთ თხოვნით, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავოთ კინოცენტრში სტუმრობისგან.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მზად ვართ, გვქონდეს კომუნიკაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ონლაინ ან სატელეფონო რეჟიმში“, – აღნიშმულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები