ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0125 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7735 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7860 ღირდა.
0.0095 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0969 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1064 ლარი იყო.