გიორგი ცუცქირიძე: მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და მისი პერსონალის ეფექტური საქმიანობა, რამაც ვირუსის პრევენციის მაღალი შედეგი აჩვენა

„არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და მისი პერსონალის ეფექტური საქმიანობა, რამაც ვირუსის პრევენციის მაღალი შედეგი აჩვენა, რაც ცალსახად დადებითად შეფასდა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე, თუნდაც, დღეს საფრანგეთის ელჩის მიერ”, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი მადლობას უხდის ყველას სამოქალაქო პატრიოტიზმისთვის.

„კორონავირუსის ზეგავლენის შესაფასებლად რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოიყოს. პირველი – ეს არის მისი, როგორც საგარეო შოკის ზეგავლენა ეკონომიკაზე და უნდა აღინიშნოს, რომ ის მაინც უმნიშვნელო იქნება, რადგან მაკროეკონომიკური ფაქტორები წლის დასაწყისში, ისევე, როგორც მთლიანად გასულ წელს გაუმჯობესებულია, ხოლო ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალია. მეორე – ეს არის ეკონომიკის გაზრდილი დივერსიფიკაცია, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ბალიშს წარმოადგენს საგარეო შოკების არიდების თვალსაზრისით. მესამე ფაქტორი არის მთავრობის ძალისხმევა, მინიმუმამდე დავიდეს ტურისტულ ინდუსტრიაზე ამ შოკის ნეგატიური ზეგავლენა როგორც პირდაპირი, ისე – მომიჯნავე დარგების სტიმულირების თვალსაზრისით და მეოთხე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავად ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და მისი პერსონალის ეფექტური საქმიანობა, რამაც ვირუსის პრევენციის მაღალი შედეგი აჩვენა, რაც ცალსახად დადებითად შეფასდა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე, თუნდაც, დღეს საფრანგეთის ელჩის მიერ. აქვე მსურს, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, გამოვყო ამ სფეროს პატრიარქების, ბატონების – ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის როლიც, მათ მართლა შეუძლებელი შეძლეს. მადლობა ყველას ამ სამოქალაქო პატრიოტიზმისთვის”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები