სოფელ დარბაზში არსებულ საავტომობილო ხიდზე საყრდენი კედლის ნაწილი ჩაინგრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში არსებულ საავტომობილო ხიდზე საყრდენი კედლის ნაწილი ჩაინგრა. ამ მომენტისთვის, დაზიანებულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა მცირე შეფერხებით მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პროექტის შეძენა გადაუდებელი აუცილებლობით მოხდება და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები