5 მარტს ცნობილი ქართველი მწერალი, თამაზ ჭილაძე დაიბადა

5 მარტს ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, რუსთაველის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი – თამაზ ჭილაძე (1931-2018) დაიბადა.
„მწერალი ეხმარება მკითხველს სიმარტოვისა და გაუგებრობის შიშის დაძლევაში, ამით ის ძალიან ჰგავს რელიგიის მსახურსაც და ექიმსაც, მაგრამ, რადგან ცოდვა თვითონაც მრავლადა აქვს, მღვდლად არ გამოდგება, ხოლო, რაც შეეხება ექიმობას – მწერალს უფრო პაციენტის როლი შეეფერება, ვიდრე ექიმისა, თუნდაც, თავისი ათასჯერ დაფლეთილი და იმედის ნემსით ამოკემსილი გულის გამო. მწერალი ნათელმხილველების უძველესი და გადაშენებული მოდგმის უკანასკნელი წარმომადგენელია. მართალია, დღეს ყურს არავინ უგდებს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სიმართლეს არ გვეუბნება“… – თამაზ ჭილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები