„ხელახლა წაიკითხება, ხელახლა – სუყველაფერი“
5 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში ბახტრიონზე, მურმან ლებანიძის თხზულებათა ექვსტომულისა და ქართული პოეზიის შედევრების სამტომეულის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების დევიზია თავად პოეტის ლექსის სტრიქონები: „ხელახლა წაიკითხება, ხელახლა – სუყველაფერი“.