სტრასბურგში ქართული ფილმების რეტროსპექტივა ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება

2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგი არაერთ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის  – ქართული ფილმების რეტროსპექტივას.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ინიციატივა სტრასბურგის კინოთეატრ „ოდისეს“ (L’Odyssée) დირექტორს – ფარუკ გუნალთაის ეკუთვნის. ქართული ფილმების ჩვენებები სწორედ კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართება.
4 მარტს ქართული ფილმების პროგრამას გახსნის ოთარ იოსელიანის ფილმი – „იყო შაშვი მგალობელი“. ფილმს აუდიტორიას თავად ოთარ იოსელიანი წარუდგენს, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩავიდა.

სტრასბურგში ასევე აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

7 მარტი – მიხეილ კობახიძის „ქოლგა“, „ქორწილი“, „მუსიკოსები“;
8 მარტი – ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“;
10 მარტი – ელდარ შენგელაიას „თეთრი ქარავანი“;
14 მარტი – ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“;
15 მარტი – ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“;
ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები