ფონდ „ქართუს“  დაფინანსებით, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“  დაფინანსებით, 2019 წელს განხორციელდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რესტავრაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო.
ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები:
მოეწყო სახურავი ხის ელემენტებით;
სახურავი გადაიხურა დაფერილი თუნუქით, ორმაგი საკეტით;
მოეწყო წყალსაწრეტი ღარები, ძაბრები და მილები დაფერილი თუნუქით.

ზეპირი გადმოცემის თანახმად, ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა: შპს „ტაოტბელი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები