გია ვოლსკი: შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვები არ ამოიწურება, კრიტიკული და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა, მეც და უამრავმა ჩემმა კოლეგამაც

“ვფიქრობ, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულიც, უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა, მეც და უამრავმა ჩემმა კოლეგამ და ოპონენტმა გავაკეთეთ”, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა ესაუბრა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თემაზე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

ვოლსკის თქმითვე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად იქნება.

“მე ვფიქრობ, რომ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკულიც, უკიდურესად კრიტიკულიც და მომავალზე ორიენტირებული კომენტარები პრეზიდენტმაც გააკეთა, მეც და უამრავმა ჩემმა კოლეგამ და ოპონენტმა გავაკეთეთ. ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები ამოწურული არასოდეს არ იქნება. მუდმივად დღის წესრიგში იქნება და ვადევნოთ თვალ-ყური”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები