გურამ გეგეშიძეს 5 მარტს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქართველ კლასიკოს მწერალს, გურამ გეგეშიძეს საბურთალოს სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
გამოსვენება 5 მარტს, 14:00 საათზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრიდან (ზურაბ ანჯაფარიძის, ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა).
ხანგრძლივი ავადმყოფონის შემდეგ მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა.
გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს. იბეჭდება 1957 წლიდან. პირველმა რომანებმა – „ცოდვილი“ და „სტუმარი“ – იმთავითვე აღიარება მოუტანა მწერალს. განსაკუთრებით ყურადსაღებია რომანების ციკლი საერთო სათაურით – „ქართლის ჭირი“, რომელიც წარმოადგენს XX საუკუნის საქართველოს მხატვრულ-ისტორიულ მატიანეს. ამ ციკლის რომანებია: „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ნათლისქრობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები