„მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი)“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის წარდგენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის – „მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი)“ წარდგენა გაიმართა.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა რამაზ სურმანიძემ. გამოცემა ორენოვანია – ქართული და თურქული პარალელური ტექსტებით. წიგნი იყოფა ორ ნაწილად – პირველ ნაწილში აღწერილია თურქეთში მოღვაწე ქართველის, მუსტაფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილის) ცხოვრება და მოღვაწეობა, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია მისი პუბლიცისტიკა.
წიგნი 2019 წელს სტამბოლში გამოიცა.
მირიან ხოსიტაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე:
„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა საინტერესო წიგნის პრეზენტაცია, რომელიც თურქეთში მოღვაწე ქართველის გურამ ხიმშიაშვილის (მუსტაფა იაქუთი) ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველია. ბატონი გურამი უკვე მრავალი წელია ქართული კულტურის და ისტორიის დიდი ქომაგია თურქეთში. სწორედ საქართველოს წინაშე მისი დიდი დამსახურების ნიშნად გადავეცით ეროვნული ბიბლიოთეკის საპატიო მედალიონი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები