„5 თვეა, არქეოლოგიური გათხრები არ გაჩერებულა“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის არქეოლოგიურ გათხრებზე ფეისბუქის გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აქვეყნებს ინფორმაციას.
„საოცარი აღმოჩენებია ქვემო ახალშენში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
5 თვეა არქეოლოგიური გათხრები არ გაჩერებულა (არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი)
არქეოლოგიური სამუშაობის შედეგად მოპოვებული მასალის პერიოდი იწყება მტკვარ-არაქსის (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი — III ათასწლეული) პერიოდიდან გვიან შუა საუკუნემდე (XVII-XVIII).
აღსანიშნავია, რომ საფორტიფიკაციო ნაგებობა განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და მშრალი წყობით არის ნაგები, რაც ძალზედ იშვიათობაა.
პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს“, -წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები