არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, მოვისმინოთ პრეზიდენტის ანგარიში და ვისაუბროთ ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში დგას

“საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად მზად ვართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს პოზიციების გამოხატვისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მოვისმინოთ პრეზიდენტის ანგარიში და ვისაუბროთ ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში დგას. ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისთვის ყოველთვის, რეგლამენტშიც ასეა, რომ თავისი პოზიციები გამოხატონ და დასვან კითხვები, რომლებიც მათთვის ყველაზე საინტერესოა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სხდომა14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები