ახალციხის მერიამ მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მრავალშვილიან დედებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მრავალშვილიანი დედების ოჯახებში იმყოფებოდნენ და საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.

დღესვე, მერიისა და საკრებულოს თანამშომლები კლინიკა „იმედსა” და „უნიმედი სამცხეს” ესტუმრნენ, მედპერსონალს დედის დღე მიულოცეს და ახალშობილთა დედებისთვის საჩუქრები ყვავილები და ბავშვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცეს.

3 მარტს დედის დღის აღნიშვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები