ამირან გამყრელიძე: ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება

“კორონავირუსთან დაკავშირებით, გლობალურად რომ შევაჯამოთ სიტუაცია, ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეპიდ სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისთვის ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულია კორონავირუსის 12 000 დადასტურებული შემთხვევა.

“გლობალურად რომ შევაჯამოთ სიტუაცია, ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეპიდ სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. დღეისთვის ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულია 12 000 დადასტურებული შემთხვევა. ყველაზე სწრაფი ტემპით ახალი შემთხვევების გამოვლენა სამხრეთ კორეაში მიმდინარეობს, იტალიას გადაასწრო ირანმა, თუმცა სერიოზული მდგომარეობაა იტალიაში. იმატებს შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის კიდევ სხვა ქვეყნებში. უკვე გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა ამერიკაში, 103-დან 6 ლეტალური შედეგი იყო”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები