სოფო კილაძემ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი მოინახულა და ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცენტრის ბენეფიციარებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები გააცნო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდთან საბრძოლველად საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

თავის მხრივ, ქალბატონებმა სოფო კილაძეს სხვადასხვა პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და პროფესიული გადამზადებასა და დასაქმებაში დახმარება ისურვეს.

” მოხარული ვარ, რომ დედის დღე მათთან ერთად გავატარე და მცირედით გავახარე. მათ ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა და გაძლიერება. დღესდღეობით სამწუხარო რეალობა გვაქვს, ყოველდღიური სახე მიიღო ქალებზე ძალადობამ და ფემიციდმა. ყოველდღიურად მზარდია მოთხოვნა ასეთი ცენტრების მიმართ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და სარეაბილიტაციო ცენტრებს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე – პრევენციის მიმართულებით, რათა ეს შემზარავი სტატისტიკა შევამციროთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს. ნებისმიერ ადამიანს კი შეუძლია, ისარგებლოს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზით 116 006.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები