კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლები გადაიდო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლები გადაიდო. ამის შესახებ თავად თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
„კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია. განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში.
ნაყიდი ბილეთებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება სპექტაკლის გადატანილ თარიღზე.
ვისაც სურვილი აქვს, მარტის თვის სპექტაკლებზე შეძენილი ბილეთები დააბრუნოს, ოპერის სალაროში ნაყიდი ბილეთების თანხას აუნაზღაურებს ოპერის თეატრი, ხოლო ონლაინნაყიდი ბილეთებისას კი – www.tkt.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები