ერაყში მამაკაცი პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა – ის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას უჩიოდა(ვიდეო)

ერაყში მამაკაცი პირდაპირ ეთერში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ჟურნალისტთან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა.

შემთხვევა ბაღდადში, ალ იარმუკის სასწავლო ჰოსპიტალში მოხდა.

„სამსახური არაა. ხალხი დაიღალა“, – უთხრა მამაკაცმა Alsumaria TV-ის პირდაპირ ეთერში. შემდგომ მან ექიმს ხელი სტაცა და დაეცა. როგორც გაირკვა, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, ის ავად გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მას ერთ-ერთი მაღაზია წაართვა.

ჰოსპიტლის მტკიცებით, ტელევიზიისთვის კომენტარის მიცემამდე მამაკაცი მათთან არ მკურნალობდა.

https://www.youtube.com/watch?v=HH7a0lZ4aDc&feature=emb_title&fbclid=IwAR0OhgIRqwrJ5mahXlgSH5E-_G3QJ1OlxUN8UNbn2nu9GaARN-WcBYSVSWw

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები