ვაჟა-ფშაველას „იას“ ილუსტრირებული გამოცემის წარდგენა გაიმართება

3 მარტს, საღამოს 18:30-სააზთე, „სტამბაში“ D-Block-ში ვაჟა-ფშაველას მცირე მოთხრობის, „იას“ ილუსტრირებული გამოცემის წარდგენა გაიმართება. გამოიფინება მხატვარ ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრებიც, რომლებიც მან სპეციალურად შექმნა ამ წიგნისთვის. ვაჟას „ია“ პირველად გამოდის ამ ფორმატით, ცალკე, დასურათებულ წიგნად.
„ეს ფორმა – ტექსტის თითოეულ სტრიქონზე გავამახვილოთ ყურადღება და თვალსაჩინო გავხადოთ, არის ჩვენი ერთგვარი მცდელობა, ცოტათი მაინც დავუახლოვდეთ ამ პატარა შედევრს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები