„ესმა ონიანი – ფერი ყვითელი“: ნინო კასრაძის პერფორმანსი

4 მარტს, 19 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში,  ნინო კასრაძის პერფორმანსი გაიმართება – მსახიობი ესმა ონიანის პოეზიის შესახებ ისაუბრებს.
„ესმა ონიანის შემოქმედებაში პოეზია და ფერწერა განუყოფელი ცნებებია, შესაბამისად ამ ორი მიმართულების სინთეზით მოხდება მხატვრის და პოეტის გადააზრება განსხვავებულ ჭრილში. ნინო კასრაძის მიერ შერჩეული ლექსები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია;
პერფორმანსში მთლიანდება პოეტური ამონარიდები, რომლებიც მეცნიერული კუთხითაც გაიშლება. რაციონალური და ემოციური შტრიხები მკაფიოდ შლის ესმას შემოქმედებით ბუნებას, მის ძიებებს. არტისტის პოეზიაში – სიტყვა, ხოლო ფერწერაში – ფერი გამოიყენება ინდივიდუალისტური კულტურის მთავარ იარაღად, სადაც სამყაროს ცენტრი ადამიანს უჭირავს.
ნინო კასრაძის პერფორმანსში, პარალელები გაივლება ბაუჰაუსის სკოლის წარმომადგენლის – იოჰანეს იტენის ფერთა თეორიასთან. ამ ფორმით კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთება ხელოვანის უნივერსალური მსოფლმხედველობა და ინტუიტიური გრძნობა დასავლეთში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებისა“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები