გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის შტაბი ეკლექტური ოპოზიციის ურთიერთობებში კიდევ ერთ დისონანსს შეიტანს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში საარჩევნო შტაბის გახსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შტაბი ეკლექტური ოპოზიციის ურთიერთობებში კიდევ ერთ დისონანსს შეიტანს.
„ოპოზიციური ფლანგი საკმაოდ განსხვავებულია, ეკლექტურია და შეიძლება, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები წარმოიშვას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ძალიან რთული იქნება კოალიციური პასუხისმგებლობის აღება განსხვავებული და ჭრელი პოლიტიკური საზოგადოების მიერ. ერთი ვიცი, რომ სააკაშვილი დამნაშავეა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.