,,არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“ Leader of the Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
დასაქმებულის საშუალოთვიური ანაზღაურება და დანახარჯი დასაქმებულებზე – ეს ის ორი მაჩვენებელია, რომლითაც კომპანიები „არემჯი კოპერი“ და „არემჯი გოლდი“ სტატისტიკური რანჟირების მიხედვით, პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა „არემჯის“ წარდგენა საერთაშორისო ჯილდოზე, რომელსაც 16 წლიანი წარმარების ისტორია აქვს. 2019 წელი, ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებული იყო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის წლად, რაც ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვას, მათთვის გაუმჯობესებული სამუშაო პირობების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელფასო ფონდის გამოკლებით, გასულ წელს დამატებითმა დანახარჯმა დასაქმებულებზე დაახლოებით 10 000 000 ლარი შეადგინა. ეს მოიცავს მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევას, სასწავლო აკადემიაში თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მათ სისტემატურ სწავლება-გადამზადებას, დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობის შეძენას, სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებას, მათი კვების, ტრანსორტირების ხარჯებს და სხვა.
ვულოცავ მთელ ჩვენს გუნდს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა უფრო მაღალი ხარისხით და დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ საქმე, რომელიც რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება,“ – განაცხადა “არემჯის” კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
წლევანდელ ცერემონიაზე ჯამში 40 საერთაშორისო ჯილდო ქართულ, ყაზახურ და უკრაინულ ბიზნესკომპანიებს გადაეცათ. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ობიექტური რანჟირების საფუძველზე ხდება, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.
R