ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომელიც ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით დამუშავდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე კვლავ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები