ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია ჰოსპიტალიზირებულია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე მოწამლეს, სოჭშია ჰოსპიტალიზირებული.
როგორც “ინტერფაქსს” ბჟანიას გარემოცვის წევრმა, პოლიტოლოგმა რენატ ქარჩაამ განუცხადა, “სოჭში ის ცუდად გახდა. სასწრაფოდ ერთ-ერთ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. როგორც ჩანს, საუბარია კვებით მოწამვლაზე”.
ამასთან, მისი თქმით, გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრესკონფერენცია ჩაატარა.