ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოები 3-დან 9 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მსოფლიო საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და სხვა ორგანიზაციებთან კოორდინებული მოქმედებით, იწყება სადეზინფექციო სამუშაოები. სამუშაოები 3-დან 9 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ეროვნული ბიბლიოთეკა არ იმუშავებს. ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები